პატენტების 5 წლიანი ლიცენზიები ნახაზების პროგრამულ ფაილებთან ერთად
შთამაგონებელი ძალა PATENTMARKET BIZ სახელი მეტყველებს შინაარსზე
ავტორიზაცია



კომპანია patentmarket.biz დაფუძნდა 2023 წელს, დავით დონაძის მიერ. ამავე წელს დავიწყეთ მუშაობა საიტის შექმნაზე. თავიდან რა თქმა უნდა განვსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია. ის მოვარგეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მოთხოვნილებებს. ვებსაიტის მთავარ ფუნქციად ჩამოყალიბდა, ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ონლაინ იქნებოდა შესაძლებელი არა გენერალური, არამედ მარტივი ლიცენზიების გაყიდვა, ელექტრონული 5 წლიანი ლიცენზიის სახით. მიზანი იყო გაგვეხადა წარმოება რეალიზაციის ლიცენზია უფრო ღია და ხელმისაწვდომი, პატარა ნაკლებგადახდისუნარიანი კომპანიებისთვისაც, რათა მიღწეული ყოფილიყო კონკურენცია, შედეგად კი პროდუქტის მრავალფეროვნება ბაზარზე.ბევრი მსჯელობის შედეგად გადავწყვიტეთ, პროგრამული ფაილები და ლიცენზია გაგვეერთიანებინა ერთ პაკეტში. მსგავს შემოთავაზებას კიდევ თუ სადმე გადააწყდებით არ დატოვოთ უყურადღებოდ, ეს თქვენ ინტერესებშია. თუ პატარა კომპანია, ან  სტარტაპი ხართ ეს ვიდეო სწორედ თქვენთვისაა, იმიტომ რომ ჩვენგან შემოთავაზებული მიდგომით, უკვე შასაძლებელია პატარა კომპანიებისთვისაც კონკურენციაში შევიდნენ დიდ კომპანიებთან იმ რეგიონში მაინც, სადაც ცხოვრობენ ან ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ლოჯისტიკური, საბაჟო და მცირე მეწარმისთვის შესაბამისი დაბალი საბიუჯეტო გადასახადის ხარჯზე ეს შესაძლებელია. შესაძლებელია აქციოთ წარმოებული პროდუქტი ხელმისაწვდომი უფრო მეტი მომხმარებლისთვის და შექმნათ სრულიად ახალი სამომხმარებლო სეგმენტი  ბაზარზე.კონკურენცია წარმოუდგენელია ინოვაციაზე წვდომის გარეშე. რაც ადრე მხოლოდ დიდი და ძლიერი კომპანიებისთვისთვის იყო შესაძლებელი. ახლა კი რაც უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი სადაც ხდება ინტელექტუალური საკუთრების კანონის გამკაცრება, სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომელიც უზრუნველყოფს საშუამავლო მომსახურებას პატენტის მფლობელსა და პატენტის მყიდველს შორის.ეს გარკვეულწილად გამოწვევაა პოლიტიკოსებისთვისაც რადგან სამომხმარებლო პროდუქციის ბაზრის ზრდის გარეშე, წარმოუდგენელი იქნება მომავალში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის, მით უფრო მსოფლიო მოსახლეობის ასე ნახტომისებრი ზრდის პროცესში. სამომხმარებლო და არამარტო სამომხმარებლო პროდუქციის ბაზრის ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული ინოვაციის წვდომაზე მწარმოებლის მხრიდან. პატენტს და საავტორო უფლებების დაცვას წამყვანი როლი აკისრია მსოფლიო ეკონომიკაში, ამიტომაც არის მკაცრი მიდგომა ამ მიმართულებით    განვითარებულ ქვეყნებში. ინტელექტუალური საკუთრება ანუ პატენტი პატენტწარმოების პროცედურების მიხედვით ქმნის პროდუქტის, შემდგომში პროდუქციის და დარგის განვითარების შესაძლებლობასაც კი.ის უბრალოდ არ გაიცემა თუ არ არის ახალი არ სჯობია წინამორბედს, პატენტრწმუნებულების ენაზე პროტოტიპს.ასე რომ პატენტის შესყიდვის დროს თქვენ ღებულობთ ახალი, ყველასგან განსხვავებული პროდუქტის წარმოების საშუალებას. ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, სხვანაირად კონკურენცია წარმოუდგენელია მუდმივი ცვლილებებისა და გაუმჯობესების გარეშე, ეს კი ინოვაციაზე წვდომის გარეშე მიუღწევადი პროცესია.ახლა უკვე ინტერნეტს შეუძლია ეს პროცესი განავითაროს და არა შეაფერხოს. რადგან სულ რაღაც 25 წლის წინ თავად ინტერნეტს სჭირდებოდა განვითარება და მისი გამოყენება პატენტწარმოებაში პატენტის მონეტიზაციაში შეუძლებელი იყო. ახლა კი თავად პატენტი გაიცემა მხოლოდ ელექტრონული სახით, ასევე დაინერგა ელექტრონული ლიცენზიაც. წარმოების უფლების ლიცენზიის გარეშე ინვესტიცია დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და მოკლებულია ყველანაირ პრაგმატიზმს, რადგან უკანონო პროდუქციის წარმოება რეალიზაციაზე მწარმოებელიც და რეალიზატორიც პასუხისმგებელია საავტორო უფლების დარღვევაზე. ასეთი პროდუქტის რეკლამირება  დანაშაულის აღიარების ტოლფასი იქნება ორივეს მხრიდან. ადამიანი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ინსტიქტის დონეზე ისწრაფვის რაღაც ახლისკენ, უკეთესისკენ. ის ცდილობს დაიკმაყოფილოს თავის მოთხოვნილება, ან გადაჭრას საჭიროებიდან გამომდინარე პრობლემა. მისი სურვილი ჰქონდეს ნივთი იზრდება იმის მიხედვით, რას სთავაზობს მას მწარმოებელი და არა პირიქით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მწარმოებელი გამომგონებელთან ერთად არ ხელმძღვანელობს ადამიანის ამ სურვილებით და მოთხოვნილებებით, როდესაც ახალ პროდუქტს იგონებს და შემდგომ გამოაქვს ბაზარზე. სწორედ ამ მოთხოვნებზეა მორგებული  ჩვენი საიტიც. ამ ეტაპზე საიტზე განთავსებულია ის გადარჩეული დიზაინები, რომლის წარმოებაც არ საჭიროებს ძვირადღირებულ სამრეწველო ხაზს, ხაზის მომსახურე მრავალპროფილური პერსონალით, რაც თავისთავად გააადვილებს თქვენს სტარტაპს. ძირითადად საბავშვო ავეჯის დიზაინებზეა საუბარი, რაზეც ევროკავშირის ათი დიდი სახელმწიფოს ავტორიზებული სამსახურის მიერ გაცემულია პატენტი საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომრით DM/ 225 308, რომელიც ღიად დევს ჩვენ ვებ გვერდზე.საბავშვო ავეჯის ბაზარი მუდამ განახლებადია, რადგან მხოლოდ ზრდასრულ ასაკამდეა საჭირო და გამოსადეგი. შემდეგ ის უსარგებლო ხდება და უტილიზაციას ექვემდებარება, რაც განაპირობებს ამ პროდუქტის მზარდ მოთხოვნას ბაზარზე, მითუფრო 21 საუკუნეში, მსოფლიოში 8 მილიარდზე მეტი მოსახლეობით. მარკეტინგული კუთხით მხოლოდ ერთი პროდუქტის წარმოება არახელსაყრელი, მეტიც გაუმართლებელია მწარმოებლისთვის ამიტომ გთავაზობთ ექვს სიენსი ჩარხისთვის განკუთვნილ პროგრამულ ფაილს ექვს ლიცენზიასთან ერთად პაკეტში 4500 დოლარად, მათ შორის 3 D ფორმატში ფაილებს. შეგიძლიათ აირჩიოთ სამი საბავშვო ავეჯი, ან  სამი ზრდასრულებისთვის და ის აწარმოოთ. იმის გამო რომ სიენსი როუტერი არის კომპიუტერით კონტროლირებადი საბურღი, მას შეუძლია დაიცვას ფაბრიკაციის ფაილში არსებული ხაზები და ზუსტად დაჭრას დეტალები.ხის სიენსი როუტერი, პლიუს ჩვენი უპრეცედენტო შემოთავაზება, ესაა მთელი თქვენი ინვესტიცია თქვენს სტარტაპში. მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე საცხოვრებელი ფართის შემცირების პროპორციულად, იზრდება მოდულირებად ავეჯზე მოთხოვნილებაც ქალაქების მცხოვრებთათვის. დარწმუნებული ვარ მსგავსი ავეჯის ერთი ვარიანტი მაინც ყოველი თქვენგანის სახლშია, თუნდაც საოფისე სკამი. ასეთი ავეჯის შეძენა უფრო იოლი გადასაწყვეტია მყიდველისთვის, მთავარია იცოდეს ფუნქცია. ფუნქციური ნივთი კი მოდური ხდება საზოგადოებაში მცირე სარეკლამო კამპანიითაც კი. რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს მოდულირებად, სხვანაირად ფართის დამზოგავ ავეჯს. ის ფართს ზოგავს ამას მისი დასახელებაც გვეუბნება. რის ხარჯზე? ასეთ ავეჯს აქვს მინიმუმ ორი ფუნქცია, ორი ნივთის ნაცვლად გაქვთ ერთი ნივთი სახლში, ყიდვისას კი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე ერთის ფასად ყიდულობთ რამდენიმე ნივთს ერთად. 2023 მსოფლიოს ავეჯის ბაზარმა შეადგინა 652.4 მილიარდი აშშ დოლარი. ამასთანავე ავეჯის ბაზრის ზომა 2028 წლისთვის გაიზრდება  5,57%-ით და მიაღწევს 855.5 მილიარდ აშშ დოლარს.  აქედან ევროკავსირზე მოდის 20 % მდე ამერიკაზე 5 % ჩინეთი 10% დანარჩენ 68 % ს დანარჩენ მსოფლიოზე ნაწილდება. ჭკვიანი ავეჯის გლობალური ბაზრის ზომა 2023 წელს შეფასდა 3,25 მილიარდ აშშ დოლარად. 2030 წლისთვის კი მიაღწევს 5,18 მილიარდ აშშ დოლარს, გაიზრდება დაახლოებით 7%-ით. მოდულირებადი ჭკვიანი ავეჯის ბაზარი მთლიანი ავეჯის ბაზრის დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს. გაზრდილმა მოთხოვნამ წამყვან კომპანიებს უბიძგა, შეექმნათ ახალი დიზაინები ამ მიმართულებით, მაგალითად ყველასთვის ცნობილმა შვედურმა ბრენდმა გამოუშვა სივრცის დამზოგავი დასაკეცი თაროები, რომელსაც მაგიდის ფუნქციაც აქვს.გადავიდეთ კონკრეტულად ჩვენ დიზაინებზე, რას გთავაზობთ. სკამს ორი ერთში. ჩვეულებრივად ვზივართ სკამზე,რომელიც ჩამოცმულია მეორე სკამზე, განცალკევების შემდეგ გაქვთ ორი სკამი ორ პერსონაზე. ნივთი შეიძლება დამზადდეს ფანერის  დაღუნვის, ასევე ორგმინის მასალისგანაც. დასაკეცი ორსართულიანი საწოლი, შვედური კედელი და სამეცადინო მაგიდა ერთად. სამი ნივთი ერთ ნივთში.მოზარდის სამეცადინო მაგიდა სკამით, თაროებით და უჯრებით. აკეცილ მდგომარეობაში სკამს თაროს ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. ასეთ მდგომარეობაში მაგიდის სიგანე 40 სანტიმეტრია, გაშლის შემდეგ  80 ჩვილის საწოლი ბავშვის საკვები სკამ მაგიდით სასრიალოთი და ტუმბოთი. ტუმბოს მოხსნის შემთხვევაში  ის ტრანსფორმირდება მოზარდის საწოლად. საძინებლის ტუმბო. იარუსების გაწევ - გამოწევის შემთხვევაში მასზე შეიძლება განათავსოთ გაცილებით მეტი ნივთი ვიდრე ნებისმიერ სხვა ტუმბოზე. ტუმბო ღია თაროები და სკამი ოთხ პერსონაზე. დაკეცილ მდგომარეობაში ტუმბოა ღია თაროებით, გაშლის შემდეგ  სკამი ოთხ პერსონაზე. სხვა მასალისგან დამზადებისას კი შეიძლება შეიძინოს კიდევ ორი ფუნქცია მაგალითად პოლიმერის წყლის მილის დაღუნვის და მასზე როტანგის დაწვნის  შემდეგ შეიძინოს მაგიდის დაკეცილ მდგომარეობაში, ასევე შეზლონგის ფუნქციაც გაშლის შემდეგ. ექვსივე დიზაინის სატესტო ჭრის შემდეგ აღმოჩენილი და აღმოფხვრილი შეცდომების გათვალისწინებით, ახალ ნახაზებზე დატანილია თვითმჭრელი კონფირმატებისთვის განკუთვნილი ყველა ნახვრეტი თუ ღარი, როგორც ძირითადი კონსტრუქციის ფაზლივით ასაწყობად, ასევე ფურნიტურის მაგალითად უჯრის მიმმართველების სწორად სიმეტრიულად განთავსებისთვის. ჩვენგან შემოთავაზებული ავეჯის დიზაინებში ავეჯის ფურნიტურის ღირებულება არ აღემატება 5 დოლარს, რითაც ძალზე განსხვავდება კონკურენტებისგან. მოდულირებად ავეჯში ყველაზე ძვირი ფურნიტურაა ჩვენ მხოლოდ ორი სახისას გამოვიყენებთ ხრახნიან კონფირმატს, უჯრის მიმმართველს, პნევმატურ საყრდენს. ყოველივე ეს არა მხოლოდ აიაფებს პროდუქტს, არამედ საშუალებას იძლევა დაამზადოთ ის ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ პირობებში. თუ მწარმოებელი გადაწყვეტს დაშლილ მდგომარეობაში გაყიდოს პროდუქტი და აწყობა მყიდველს მიანდოს. პროგრამულ ფაილებს მოყვება გასაგები და მარტივი ინსტრუქცია, რომელიც არაპროფესიონალსაც გაუადვილებს ამ ამოცანას. ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ წარმოების ეტაპებიც. ვინაიდან საიტი სტარტაპერებისთვისაა განკუთვნილი ჩვენ ამაშიც წაგეხმარებით, რადგან პირველ რიგში ეფექტიანი პარტნიორობა ჩვენ ინტერესებშია.სანამ სიენსი როუტერზე ფანერის ჭრას განახორციელებთ, მანამდე ის სჯობია დამუშავდეს ზუმფარით, დაიგრუნტოს შემდეგ ისევ დამუშავდეს ზუმფარით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიჭრას სიენსი როუტერზე შეღებვამდე ისევ ზუმფარით და შეიღებოს. ეს ხერხი გარდა იმისა რომ აიოლებს სამღებრო სამუშაოს და ზოგავს საღებავს გაფრქვევისგან, ასევე იცავს ფანერის ზედაპირს დაზიანებისგან ფრეზით ჭრის ადგილებში. იმ დიზაინებზე კი რომელიც ფანერის დაღუნვას საჭიროებს, გირჩევთ ზუმფარით დამუშავებული ფანერა დაღუნვამდე დაალბოთ ცხელი წყლით სავსე აუზში, რითაც ხის შპონი და მისი ერთმანეთთან  დამაკავშირებელი  წებოც ხდება უფრო რბილი, ელასტიური და დრეკადი, რაც აიოლებს ღუნვის პროცესს და მაქსომალურად გამორიცხავს წუნს. გადავიდეთ ვებ საიტის მოხმარების წესებზე და პირობებზე, რეგისტრაცია და პროდუქტის შეძენის ეტაპები: რაც მოიცავს წესების და კონტრაქტების გულდასმით გაცნობას. საიტზე რეგისტრაციისას ივსება მხოლოდ კომპანიის ოფიციალური მონაცემები. პროდუქტის შესყიდვისას შესყიდვის თარიღი ავტომატურად ფიქსირდება და სწორედ ამ თარიღის მიხედვით იწყება ათვლა ლიცენზიის ხუთწლიანი ვადის. ეს თქვენი და ჩვენი ელექტრონული კონტრაქტია. საბუთი იმისა რომ ნამდვილად ფლობთ ლიცენზიას განსაზღვრული დროით, ის ხვდება საიტის ელექტრონულ ბაზაში რომელი ბაზაც მუდამ ღიაა ოცდაოთხი შვიდზე, ნებისმიერი მისი გადამოწმების მსურველისთვის. ვინაიდან ჩვენ გავცემთ არა გენერალურ, არამედ მხოლოდ მარტივ ლიცენზიებს,  ბაზა ასევე გეხმარებათ შეადგინოთ კონკურენტების რუქები რეგიონების და ქვეყნების მიხედვითაც კი. ეს მნიშვნელოვანია თქვენი სტარტაპისთვის. ლიცენზიატი ლიცენზიის შესყიდვის მსურველი  ეთანხმება საიტის წესებს და პირობებს, რეგისტრირდება საიტზე, ირჩევს ტრანზაქციის ტიპს, იხდის თანხას. ფეიფალი ერთ ერთი საიმედო გადახდის სისტემა არის რომელიც აზღვევს წარუმატებელ ტრანზაქციებს 180 დღის განმავლობაში თუ კლიენტის მხრიდან გამოთქმული პრეტენზია შეესაბამება სიმართლეს.თანხა მომენტალურად აისახება ჩვენს ანგარიშზე, რის მერეც ყველა პროგრამული ფაილი ხდება ხელმისაწვდომი გადმოსაწერად მყიდველისთვის.საიტი ასევე თანამშრომლობს რეფერალებთან.რეფერალიც რეგისტრირდება საიტზე, რის შემდეგაც ენიჭება უნიკალური კოდი, კოდს უმჟღავნებს ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს. ამ კოდის გამოყენებით მყიდველი ლიცენზიატი ყიდულობს ჩვენ პროდუქციას ათი პროცენტით იაფად, საბოლოოდ გადახდილი თანხის, ათი პროცენტი კი  ერიცხება შუამავალს ანუ რეფერალს, რეგისტრაციისას თავის პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ვებ გვერდის ადმინისტრაცია ასევე უფლებას აძლევს სხვა გამომგონებლებსაც განათავსონ თავიანთი გამოგონებების პატენტები საიტზე პატენტმარკეტ ბიზ. ამისთვის საჭიროა გულდასმით გაეცნონ წესებს და პირობებს გამომგონებლებისთვის. ლიცენზიატისგან და რეფერალისგან განსხვავებით პატენტის განთავსება შეუძლებელია ონლაინ. და ხდება მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე. გამომგონებელი მხოლოდ რეგისტრირდება საიტზე შემდგომი ურთიერთობის გასაადვილებლად უფრო დეტალურად ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოინსტრუქციებში.

უკან
გამოწერა სტუმრის წიგნი

 

© 2023 ყველა უფლება დაცულია